среда, 19 мая 2010 г.

მე, შენ და ის

პროექტის სახელი: ჩვენ, ხელოვნება და მედია

პროექტის მოკლე აღწერა: ინფორმაციის მოძიება და მოძიებული ინფორმაციის დამუშავება. მის საფუძველზე ჟურნალის შექმნა და ამ ჟურნალის გაცნობა აუდიტორიის წინაშე.
პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ქმნიან ჯგუფებს და იძიებენ ინფორმაციას ცნობილ ადამიანებზე, სპორტზე, მოდაზე, სხვადასხვა ქვეყნებზე, საბავშო ამბებზე, კულინარიაზე, ბუნებრივ მოვლენებზე. იღებენ ინტერვიუს წინასწარ არჩეული რესპოდენტიდან. ხდება ინფორმაციის დამუშავება, თანამშრომლობა როგორც ჯგუფში, ასევე ჯგუფებს შორის. ხელოვნებაში და კომპიუტერულ ტექნიკაში არსებული სხვადასხვა ელემენტებისა და ეფექტების საშუალებით ქმნიან ჟურნალს. პრეზენტაციის სახით გააცნობენ მოწვეულ აუდიტორიას ნამუშევარს. ამით ნათლად აღიქვამენ კავშირს მოსწავლეებს, ხელოვნებასა და მედიას შორის.
მონაწილეთა ასაკი/კლასი: 8კლასი –
ვადების ხანგრძლივობა:
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: იდეის განსაზღვრა,პროექტის დაგეგმვა, ფუნქციების განაწილება, ორგანიზება, საზოგადოებასშან ურთიერთობა, მასალით მომარაგება, რეჟისურა, მხატვრობა, დიზაინი, წარდგენა, შემოქმედებითობა, ჯგუფებში ეფექტური მუშაობა.
მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები შემოქმედებითად გამოიყენებენ სახვითი ხელოვნების ელემენტებსა და პრინციპებს. იყენებენ ფერის გრადაციას. მიზანმიმართულად გამოიყენებენ კონტრასტულ ფერებს. იგი გეგმავს და ასრულებს სხვადასხვა სახის სამუშაოს. გეგმავს შესასრულებელი სამუშაოს თანმიმდევრობას, განსაზღვრავს იმ მოქმედებებს, რომლებიც აუცილებელია დასახული მიზნის მისაღწევად. მოიძიებს და აზუსტებს ინფორმაციას პროექტის დასაგეგმად. ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს. ითვალისწინებს გუნდელების შესაძლებლობებს(პოტენციალს).ეხმარება მათ კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას.კომპიუტერის გამოყენებით ქმნის გამოსახულებებს,ეფექტებს.არჩევს შრიფტის ზომას, ფორმას. ქმნიან შრიფტის საკუთარ ვერსიას. წარადგენს ნამუშევარს ფართო აუდიტორიის წინაშე.ჯგუფური ნამუშევრის წარდგენისას საუბრობს იმ მიზნებზე და ამოცანებზე, რომელიც ჯგუფს ქონდა დასახული. აფასებს ნამუშევარს მასში გამოყენებული მხატვრული ხერხების მიხედვით.
სარგებელი სხვებისთვის: მოძიებული და დამუშავებული ინფორმაციის გაცნობა. შემდგომში საჭიროებისამებრ მისი გამოყენება.
სამუშაო ენა: ქართული.
პროექტის ფასილიტატორი:სოფო კვარაცხელია
ფასილიტატორის ელ–ფოსტა:Sofo.Kvaratskhelia@gmail.com
პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:Sofo.Kvaratskhelia.blogspot.com
.






воскресенье, 25 апреля 2010 г.